შემოდგომა თრთოდა ქარში, ამთქნარებდა ღამე თითქოს,
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო…
შემომიშვებ? მკითხა-მოდი! შემოდგომაც მოჰყვა მერე,
მარტოობის თამადობით ყველა ელდა ვადღეგრძელეთ.
იქ ზარნი და ქარიშხალნი მიჰყიოდნენ ჟამთა თოვას
აქ ვუსხედით სუფრას სამნი, მე, წვიმა და შემოდგომა…
და როდესაც მარტო დავრჩო, ციმციმებდა ღამე თითქოს
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო…
Advertisement


hey… ახლაღა ვნახე შენს მიერ 1 აგვისტოს დატოვებული კომენტარი ჩემს ბლოგზე.. უფრო სწორად, ძველ ბლოგზე..
ჰოდა, ბლოგროლში ჩამატების სურვილი თუ ისევ გაქვს, მომწერე
Comment by knuti — January 22, 2011 @ 10:02 am |